ზესტაფონში კაცმა ინტერნეტის ანძა დაწვა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ სვირჩი ადგილობრივმა ინტერნეტის ანძა დაწვა.

მამაკაცის მტკიცებით, ინტერნეტის გადამცემ მოწყობილობის გამოსხივება აქვს და საფრთხეს უქმნის.

ის ამ წუთებში პოლიციაში  გამოკითხვაზე იმყოფება. მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მინდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

ინციდენტის გამო სილქნეტის აბონენტებს გარკვეული პერიოდით ინტერნეტი შეფერხებით მიეწოდებოდათ.