ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ იმ ქვეყნებში, რომლებთანაც საქართველოს ტურმიზთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჰქონდა, ეპიდსიტუაცია გაუარესდა, რის გამოც ქვეყნის გახსნა შეიძლება არ მოხდეს.
„ზოგიერთ ქვეყანასთან გახსნას ვაპირებდით მარტივად და ახლა შეიძლება ეს ასე არ მოხდეს. რამდენიმე ქვეყანასთან იყო მოლაპარაკება, არ მინდა ამ ეტაპზე დავასახელო ეს ქვეყნები, იქ ეპიდსიტუაცია გაუარესდა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის მართვადი გახდება და ჩვენს პირველად გეგმებს დავუბრუნდებით”, -აცხადებს მინისტრი.
მაჭავარიანი არ ასახელებს, რომელ ქვეყნებზეა საუბარი, თუმცა ამბობს, რომ ისინი საქართველოს მეზობლები არ არიან.
არ მინდა, რომ დღესვე ვთქვა ამ ქვეყნებში ეპიდაფეთქებაა და აღარ ვითანამშრომლებთ. თუმცა, დამერწმუნეთ, რომ საბოლოო ჯამში გამოჩნდება ის ქვეყნები, ე.წ. მწვანე დერეფნის ქვეყნები, სადაც ჩვენ ურთიერთაღიარებისა და ურთიერთნდობის პრინციპზე, შედარებით იოლად და მარტივად ვუმასპინძლებთ ერთმანეთის სტუმრებს. აქვე გეტყვით, რომ უშუალოდ მოსაზღვრე ქვეყნებზე აქ არ იყო საუბარი,“- განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
დღეს იმავე საკითხზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც ისაუბრა.