“გვახარებს მოლდოვის და უკრაინის მიღწეული წარმატება. გვაქვს რეგულარული კონტაქტი საქართველოს ხელისუფლებასთან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, არსებობს შიდა პრობლემები, რომლებიც უნდა გადაწყდეს. თუმცა ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, საქართველო წინ წავა. ჩვენ მივესალმებით საქართველოს გაწევრიანებას მას შემდეგ, რაც ეს შიდა პრობლემები გადაწყდება და ყველა პუნქტი შესრულდება. სამწუხაროდ, ზოგი შიდა პრობლემა, არადემოკრატიული პროცესების ნაკლებობა, აფერხებს საქართველოს ამ გზაზე.”

განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ.