ზოგმა NGO-მ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების კონკურსის ჩაშლა სცადა – პაპუაშვილი

“ზოგმა NGO-მ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების კონკურსის ჩაშლა სცადა “- ქართული ოცნების დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევის კონკურსის ჩაშლა სცადა.

“როგორც იკვეთება, სახეზე გვაქვს არაავთენტური კოორდინირებული ქცევა შესარჩევ კომისიაში მყოფი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, რომლებმაც, სავარაუდოდ, წინასწარი შეთანხმებით მისცეს ხმა მხოლოდ იმ ორ კანდიდატს, რომლებიც მათივე ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ.

ამასთან, ალბათ, მხოლოდ ცინიზმით თუ აიხსნება, მათ რჩეულ ორ კანდიდატში “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) გამგეობის თავმჯდომარის მოხვედრა. ამ ორგანიზაციამ სრულად მოახდინა საკუთარი თავის დისკრედიტაცია იმით, რომ ერთი თვე გამოქვეყნებული ჰქონდა პარალელური დათვლის ყალბი შედეგები და საზოგადოებას ნამდვილ შედეგებს უმალავდა”, – წერს პაპუაშვილი.