“ეს არ არის ჟურნალისტიკა, ესენი არ არიან ჟურნალისტები, ესენი არიან ჩვეულებრივი ზონდერები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან ყველაფერ ძვირფასს, რაც გაგვაჩნია, ებრძვიან სარწმუნოებას, ეკლესიას, კულტურას, ტრადიციას, წარსულს.

მერწმუნეთ, არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ეს ყველაფერი ფეხქვეშ გათელონ. ჩვენ ჩვენს სარწმუნოებასაც დავიცავთ, ეკლესიასაც, წარსულსაც, ტრადიციებსაც და მომავალსაც. დავიცავთ ამ ქვეყანაში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, ჩვენს სახელმწიფოს”

ამბობს თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე. მან დღეს ჟურნალისტებს “უბინძურესი ადამიანები” უწოდა.