ზუგდიდში ავტომობილის ქურდობის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ავტომობილის ქურდობის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებულებმა თურქული კომპანიის კუთვნილი ნისან ნავარას მარკის ავტომობილი მოიპარეს და რეალიზაციის მიზნით ავტომობილი ნაწილებად დაშალეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 მარტს, ბრალდებულები თურქული კომპანიის კუთვნილი “ნისან ნავარას” მარკის ავტომობილს ქალაქ ზუგდიდიდში ფარულად დაეუფლნენ და სოფელ ახალსოფელში, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში გადამალეს. სადაც, შემდგომ რეალიზაციის მიზნით ავტომობილი ნაწილებად დაშალეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის დ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს

დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.