ზუგდიდში 70 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის შსს-მ 45 წლის კაცი დააკავა

ზუგდიდში 70 წლამდე ქალის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით კაცი დააკავეს. როგორც ცნობილია, ის ქალის სახლში შეიჭრა და მასზე ძალადობას ცდილობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.