ზურაბ ადეიშვილს კიევში თავს დაესხნენ – ის ჰოსპიტალიზებულია

კიევში, გენერალური პროკურორის მრჩეველს, საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას,  „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში წყაროზე და კიევის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ადეიშვილი ჰოსპიტალიზებულია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი ადეიშვილის საქართველოში მოღვაწეობას უკავშირდება.

„7 თებერვალს კიევის პოლიციაში ექიმების მხრიდან შევიდა ინფორმაცია, რომ ტვერსკის ქუჩაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებულია მამაკაცი, რომელიც უცნობმა პირებმა სცემეს. მისამართზე გავიდა საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი. წინასწარ დადგენილია, რომ დაზარალებულს ქუჩაში მიუახლოვდა ოთხი უცნობი პირი, სცემეს და ადგილიდან მიიმალნენ. 49 წლის დაზრალებული ჰოსპიტალიზებულია“ – აღნიშნულია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

მიმდინარეობს გენპროკურორის მრჩეველზე თავდასხმის გარემოებების დადგენა.