ზურაბ ჯაფარიძე დღეს ახალ გირჩს აფუძნებს

გირჩის ყოფილი  ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დღეს ახალ გირჩს დააფუძნებს. დამფუძნებელი ყრილობა დაახლოებით 400 ადამიანის მონაწილეობით 15 სააათზე დაიწყება. ზურაბ ჯაფარიძემ თანაპარტიელებთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან უთანხმოების გამო გირჩი დატოვა და იმავე დასახელების პარტიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. პარტია ოდნავ განსხვავებული სახელწოდებით – “მეტი თავისუფლება–გირჩი“ დარეგისტრირდება. თავმჯდომარეს დღევანდელ ყრილობაზე აირჩევენ.