ზურაბ ჯაფარიძე 31 დეკემბერს დაბადების დღეს იხდის და მხარდამჭერებს ეპატიჟება

” გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 31 დეკემბრის ღამეს დაბადების დღეს იხდის.

მისი თქმით, 31 დეკემბერს დაბადების დღე აქვს, ხოლო ვინაიდან თბილისში “არსად არაფერი ხდება”, ხალხს გასართობად მის დაბადების დღეზე ეპატიჟება.

“დეკემბრის ღამეს ჩვენს ქალაქში პრაქტიკულად არსად არაფერი ხდება. არადა, გარდა იმისა, რომ ახალი წელია, 31-ში დავიბადე, 23.45-ზე, 1 იანვარი მიწერია დაბადების მოწმობაში. რადგან დაწესებული შეზღუდვების გამო ქვეყანა გაყინულია და არ იცით, როგორ გაერთოთ ახალი წლის ღამეს: გეპატიჟებით ჩემს დაბადების დღეზე.

მუსიკას დაგახვედრებთ: KHIDI-ს ადგილობრივი რეზიდენტი, პიონერი დუოს GREENBEAM & LEON წევრი, ლეონ ლოლიშვილი სოლო პროექტით Autumn Tree,  ქართველი დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი, გიორგი ჯინჭარაძე, იგივე GENERALI MINERALI, ახალგაზრდა ქართველი დიჯეი და პროდიუსერი, ლეიბლ NineTimesNine (999999999)-ის და ლეიბლ SCTR წევრი, Clinical Hates, ქართველი დიჯეი და პროდიუსერი, შაკო ნიჩიპეროვიჩი, ტექნო, ელექტრო და ბრეიქბით, ჟღერადობაზე ორიენტირებული პროექტით Krawai, რომლის EP “I just take mdma and go” და ალბომი “Experimental love” დარელიზებულია ფრანგულ ლეიბლზე Super boom records”. – წერს ჯაფარიძე.

მისი თქმით, დაბადების დღეზე მოსახვედრად საჭირო პირობების გასაცნობად  პირად შეტყობინებებში უნდა მიწერონ.

“რადგან მინდა, რომ ბევრნი მესტუმროთ, ყველამ ვეცადოთ დავიცვათ კოვიდპანდემიის პირობებში რეკომენდებული უსაფრთხოების წესები.

გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს და ბევრ ჯანმრთელობას”. – წერია ჯაფარიძის ფეისბუქ ივენთში.