“არის დრო – ავხსნი რატომ არის საჭრო, მხარდამჭერებს ავუხსნა რატომ ვარ გაწეული გვერდზე და დარწმუნებული ვარ, ხალხი გაიგებს, რადგან მნიშვნელოვანია – იმის გასაგებადაც ჩვენი საქმე რამდენად მნიშვნელოვანია. სიტუაცია სინამდვილეში არის ესეთი: კი იცით, რომ სხვა ქალის გამო ოჯახი დავანგრიე, ეგ თემა მოგიყევით ადრეც – ცალკე ძალიან მძიმე თემა იყო ჩემთვის. არის ეგეთი გარემოება, რომ სხვა კიდე, ქალთან ურთიერთობები რომ მქონდა, ვიღაცეებს ხელში ჩაუვარდათ ჩემი გოგოსთან მიმოწერის კადრები, ინტიმური ურთიერთობა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იყო გარკვეული შანტაჟის თემები, გამოვაქვეყნებთ და ასე შემდეგ”.

აცხადებს ალტ-ინფოსა და კონსერვატიული პარტიისწარმომადგენელი, ზურა მახარაძე.