ზურა ჯაფარიძემ სათხილამურო კლუბში თმა გადაიპარსა და ისრიალა (ვიდეო)

სათხილამურო კლუბ „პროლესკში“  „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე თმის შესაჭრელად მივიდა.”პროლესკში” მომხმარებლებს სალონურ მომსახურებას შესთავაზებენ, რადგან ახალი შეზღუდვებით სილამაზის სალონების საქმიანობა დაშვებულია. თხილამურებზე,  ყინულის დაფაზე სრიალი კი სალონურ მომსახურებას პაკეტში „საჩუქრად“ მოყვება. ჯაფარიძეს აქცია-პერფორმანსი, დაწესებულ რეგულაციებს ემსახურება.

„მფლობელები აპროტესტებენ რეგულაციებს, რომლის გამოც მათ ბიზნესის გაჩერება მოუწიათ, რომელშიც მილიონ ლარამდე ინვესტიცია აქვთ ჩადებული. გააჩერეს სულ ტყუილად, არანაირი კავშირი ამას კორონავირუსთან არ აქვს. შეგიძლიათ მოხვიდეთ, თმები გაიკრიჭოთ, წვერი გაისწოროთ და პაკეტში, საჩუქრად გაჩუქებენ თხილამურებზე ვარჯიშს“, – აცხადებს ზურა ჯაფარიძე.