თავდასხმა არ იქნება. ევროპაში ომები იშვიათად იწყება ოთხშაბათს – ჩიჟოვი

ამ ოთხშაბათს თავდასხმა არ იქნება. ევროპაში ომები იშვიათად იწყება ოთხშაბათს- აცხადებს რუსეთის ელჩი ევროკავშირში, ვლადიმირ ჩიჟოვი.

„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ ოთხშაბათს თავდასხმა არ იქნება. ევროპაში ომები იშვიათად იწყება ოთხშაბათს. ესკალაცია არც მომავალ კვირაში, არც მის შემდეგ კვირაში ან მის შემდეგ თვეში იქნება.

როცა რაღაცას ამტკიცებთ, განსაკუთრებით ასეთ სერიოზულ ბრალდებას რუსეთის წინააღმდეგ, გაქვთ ფაქტების წარდგენის პასუხისმგებლობაც. სხვა შემთხვევაში ეს ცილისწამებაა. აბა, სადაა ფაქტები?“ – განაცხადა ჩიჟოვმა.