„შესაბამისი გამოძიება მიმდინარეობს. საჰაერო ძალები შეიტანენ წვლილს, რამდენადაც შესაძლებელია, სპეციალისტები ჩაერთვებიან საჭიროების შემთხვევაში და ჩვენ გარკვეულ მასალებს მივაწვდით…
რაც მოხდა ეს იყო საჰაერო თავდაცვის ძალების მხრიდან საჰაერო თავდასხმის მოგერიება.
რაც შემდეგ მოხდა – ეს იყო თუ არა რუსული რაკეტა, ან ნარჩენები ორივე ჩამოვარდნილი რაკეტის – ეს ადგილზე უნდა იქნას გამოძიებული. და ეს ისაა, რაც ახლა ხდება. რაც გუშინ მოხდა ცხადად ომის შედეგებია.
საჭიროა სამართლებრივი შეფასებები. ეს განგრძობადი პროცესია, ექსპერტები მუშაობენ. საჭიროა დადგინდეს, რომელი რაკეტების ნარჩენებია ეს, არ მგონია ეს ძალიან რთული იყოს“
საჰაერო თავდაცვის სპიკერის იური იჰნატის ცნობით, უკრაინაში მომხდარი აფეთქება უკრაინის მხრიდან რუსეთის სარაკეტო თავდასხმის მოგერიება იყო და ახლა უნდა დადგინდეს აფეთქება რუსული რაკეტის ჩავარდნამ გამოიწვია, თუ ადგილზე უკრაინული რაკეტის ნარჩენებიცაა.