ოთხშაბათი, 8 მაისი , 2024, 00:59

თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, ”ქართულმა ოცნებამ” პირწმინდად წააგო დედაქალაქი – მელია

თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, ”ქართულმა ოცნებამ” პირწმინდად წააგო დედაქალაქი – განაცხადა, თბილისის მერობის, ოპოზიცურმა კანდიდატმა და ენმ-ის თავჯდომარემ ნიკა მელიამ ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ.

“პოლიტიკური ცენტრი, დედაქალაქი თბილისი წააგო და საკრებულო იქნება, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, ოპოზიციური პარტიების მიერ დაკომპლექტებული. უმრავლესობა არის ოპოზიციური პარტიების მიერ დასაკომპლექტებელი და დაინახეთ, ვნახეთ და ვიხილეთ შედეგები მერის არჩევნების ნაწილში. აქ, რა თქმა უნდა, გაიმართება მეორე ტური, სადაც აუცილებლად ერთიანი ოპოზიციური ფრონტით კოალიციურ მმართველობაში იქნება, როგორც საკრებულო, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლება თვითმმართველობის დონეზე თბილისის მუნიციპალიტეტში”, – განაცხადა მან.