#თავისუფლებამიშას – 21 დეკემბერს, 18:00 საათზე ენმ აქციას გამართავს

#თავისუფლებამიშას – 21 დეკემბერს, 18:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით “ნაციონალური მოძრაობა” აქციას აანონსებს.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას შემდეგ მან 50 დღის განმავლობაში იშიმშილა. ოპოზიციური პარტიები და საზოგადოების ნაწილი მის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რასაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანა მოყვა. ის ამ დრომდე აღნიშნულ ჰოსპიტალში მკურნალობს.