“თავის თავზეა დამოკიდებული, იქნება ციხეში თუ გარეთ” – კალაძე ნიკა მელიაზე

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ნიკა მელიაზეა დამოკიდებული, ციხეში იქნება თუ გარეთ.

“თავის თავზეა დამოკიდებული იქნება ციხეში თუ გარეთ. არც მე და არც ჩემს თანაგუნდელებს არავის დაჭერა უხარია. მაგრამ, როდესაც დანაშაული გაქვს, თან ასეთი მძიმე. გვახსოვს ჩვენ 20 ივნისის მოწოდებები…ასე რომ, ძალიან ცუდი იყო რაც მოხდა”,- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად ვადა ხვალ ეწურა, შემდეგ კი, პროკურატურის განცხადებით, მიმართავენ სასამართლოს შუამდგომლობის პატიმრობით შეცვლის მოთოხვნით. ენმ–ს თავმჯდომარე გირაოს გადახდას არ აპირებს და აცხადებს, რომ მას ვერ დაიჭერენ.