თავი ვერ შევიკავე, ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მომაყენეს – ვოლსკი

ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი, რომელმაც აქტივისტებს უხამსი შესტი უჩვენა, On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ უხამსი ჟესტის გაკეთებისგან “თავი ვერ შეიკავა”.

“უხამსი სიტყვები, გინება, არ ვიცი, გადმოვედი რაღაცის თქმა მინდოდა, სპეციალურად გავაჩერე, რომ რაღაცის თქმა მინდოდა ახალგაზრდებისთვის და კონკრეტულად ერთი პიროვნება თავზე დამადგა და “მონა” მეძახის. ხოდა, მეც თავი ვერ შევიკავე, შეიძლება, უნდა შემეკავებინა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მომაყენეს”, – ამბობს ვოლსკი.

“ქართულ ოცნებაში“ პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომები მიმდინარეობს. პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტები ოცნების ოფისთან აქციას მართავენ.