თავი შეიკავეთ საქართველოში მოგზაურობისგან – გერმანია მოქალაქეებს აფრთხილებს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოში აუცილებლობის გარეშე ტურისტულ მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

უწყების განცხადებით, საქართველოში ბოლო პერიოდში ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა სამნიშნა რიცხვების ქვედა დიაპაზონშია, სექტემბრის შუა რიცხვებში კი  ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ ინფიცირების გავრცელების მაჩვენებლით ყველაზე მეტად დაზარალებულია აჭარის რეგიონი.

საქართველომ 8 ივლისიდან ქვეყანაში შეუზღუდავი შესვლის ნებართვა შემდეგი ქვეყნებისთვის გასცა — გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია.

15 სექტემბრიდან თუ პირდაპირი ფრენა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი ქვეყნიდან სრულდება, პირმა ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის პასუხი უნდა წარადგინოს, ან თბილისის აეროპორტში შესვლისთანავე ტესტირება ჩაიტარონ და სანამ პასუხი ცნობილი არ გახდება, თვითიზოლაციაში დარჩნენ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდული, 218 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 ადამიანი.