თალიბანმა გოგოებისა და ბიჭების ერთად სწავლა აკრძალა – BBC

ავღანეთში მყოფი ჟურნალისტები აცხადებენ, რომ თალიბანმა აკრძალა გოგოებისა და ბიჭების ერთად სწავლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე ცნობით, თალიბანის უმაღლესი განათლების მინისტრმა ოფიციალურად განაცხადა, რომ სტუდენტები სწავლას ისლამური კანონის შესაბამისად გააგრძელებენ.

ჟურნალისტი ბაშირ აჰმადი წერს, რომ ასევე აიკრძალა კაცების მიერ გოგოებისთვის სწავლება, რაც, მისი თქმით, ფაქტობრივად ჩამოართმევს გოგონებს უმაღლეს განათლების მიღების უფლებას, რადგან უნივერსიტეტებს არ აქვთ ამის საშუალება და არ არის საკმარისი ადამიანური რესურსი”.