თამარს ჰყავდა შეყვარებული, რომელიც არ არის ბაჩანა ლობჟანიძე – ბაჩალიაშვილის ახლო მეგობარი

23 წლის გარდაცვალილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დაქალი დეა კაპანაძე ამბობს, რომ ბაჩანა ლობჟანიძე თამარის შეყვარებული არ ყოფილა. მისი თქმით, თამარს ნამდვილად ჰყავდა შეყვარებული, თუმცა ის ლობჟანიძე არ ყოფილა.

“თამარს ჰყავდა შეყვარებული, რომელიც ვიცი და თვითონაც გამაცნო, ახლაც მაქვს მაგ ადამიანთან კონტაქტი. ის არ არის ბაჩანა ლობჟანიძე. 2015 წელს როცა თამუნამ ჩააბარა [უნივერსიტეტში], რაღაც საგნებზე ერთმანეთს ემთხვეოდნენ და მაშინ დაიწყო მათი ურთიერთობა, 2018–ში დაშორდნენ ერთმანეთს. გაწყდა ურთიერთობა და აღარც ჰქონიათ ურთიერობა”, – ამბობს კაპანაძე.

მისი თქმით, ბაჩანა ლობჟანიძემ თამარის გარდაცვალების შემდეგ მიწერა.

“მწერდა და სურათებს, ვიდეოებს მიგზავნიდა, მეგონა კურსელი იყო. არ ვიცი ეს ადამიანი რას წარმოადგენს. როცა შევხდა, დამრჩა [შთაბეჭდილება], რომ ჩემგან ინფორმაციას იღებდა. ჩემს გარშემო ყველას მიწერა და უსვამდა უამრავ კითხვას, რომელიც თამუნას ეხებოდა”,– ამბობს დეა კაპანაძე ელისო კილაძესთან ინტერვიუში.