თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი მწყემსმა აღმოაჩინა – ოჯახის ადვოკატი

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გარდაცვლილი ახალგაზრდის ავტომობილი მწყემსმა იპოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთვებიან.

„გეგმა არის შემდეგი – აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე გავარკვიოთ, რა მოხდა, რის საფუძველზე იყო ეს გოგო წამოსული, იმოქმედა თუ არა გამოძიებამ სრულყოფილად, რაშიც ძალიან ეჭვი მეპარება, რადგან როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, მისი ავტომობილი მწყემსმა აღმოაჩინა. შესაბამისად, ყველაფერზე ყველამ უნდა აგოს პასუხი. ახალგაზრდა ავტომობილში იყო , უკანა სავარძელზე. შესაბამისად, ავტომობილი გაიხსნა, მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები, ექსპერტიზის წარმომადგენლები არიან, რომლებიც საჭირო მოქმედებებს ახორციელებენ. პირადად, გიორგი შაქარაშვილი საქმიდან გამომდინარე სრულყოფილი ნდობა არ გამაჩნია, ჩვენი მხრიდან დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთვებიან. ყველა კითხვას გაეცემა დეტალურად პასუხი. მე და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს რა კითხვებიც გაგვაჩნია, ამ კითხვებს დავსვამთ გამოძიებასთან. ყველაფერი იქნება გამოკვლეული, დეტალურად ჩატარდება ექსპერტიზა და დადგინდება, თუ რისგან არის გარდაცვლილი. პირობას გაძლევთ, არავის არაფერი შერჩება“,-აცხადებს ოჯახის ადვოკატი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვნეს.