თამარ ჟვანიაზე ირაკლი კობახიძის პოსტი “ქართულმა ოცნებამ” დაასპონსორა

“ქართულმა ოცნებამ” Facebook–ზე დააპონსორა პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პოსტი, რომელიც მან გადამდგარ ცესკოს თავმჯდომარეზე, თამარ ჟვანიაზე დაწერა.

კობახიძის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ თამარ ჟვანიას “არჩევნების გაყალბება გაუყალბეს”, შემდეგ კი არცერთ პარტიას, ენჯეოსა და მედიას “არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ელემენტარული ბოდიში მოეხადა”.

მმართველმა პარტიამ ამ პოსტის დასპონსორებაში დაახლოებით 100 დოლარი დახარჯა.

Facebook-ის ცნობით, ირაკლი კობახიძემ მხოლოდ თავისი გვერდის რეკლამაში 2020 წლის 4 აგვისტოდან 2021 წლის 25 ივნისამდე 10 166 დოლარი დახარჯა.