თამარ ჩერგოლეიშვილი ტაბულას რედაქტორის პოსტს ტოვებს და ბოკერიას კამპანიაში მონაწილეობისთვის ფოთში გადადის საცხოვრებლად

ტაბულას მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი მისი მეუღლის, ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ერთვება და საცხოვრებლად ფოთში გადადის. გიგა ბოკერია პარტიამ ფოთი–ხობი–სენაკის მაჟორიტარად დღეს დაასახელა. თამარ ჩერგოლეიშვილი დროებით ტაბულას რედაქტორის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა:
“მოკლედ, ასეთი ამბავია:
დაგვადგა ნათელი!
გიგა ბოკერიამ გადაწყვიტა მაჟორიტარად იყაროს კენჭი.
ფოთი, ხობი, სენაკი.
ვინაიდან ამ დღეს მე დიდხანს ველოდი და პროცესი მაგრად მაინტერესებს:
1. ტაბულას სამი თვე ლევან სუთიძე ურედაქტორებს და მე ვდისტანცირდები – სანამ კამპანიაა.
2. მე გადავალ საცხოვრებლად ფოთში და ჩავიბარებ ახალგაზრდების მიმართულებას.
3. ყველას, ვისაც ჩვენ მოგწონვართ, ან უბრალოდ – გაინტერესებვართ და ცხოვრობთ ფოთში, ხობში, სენაკში და მის შემოგარენში – შემეხმიანეთ.
ჯერ მოგისმენთ და მერე ერთად მოვიფიქრებთ რა ვქნათ – როგორ მოვიგოთ.“– წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.