თანამდებობა შსს-ს კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა

პროტესტის ნიშნად, სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორზე, პოლიციის მაიორ გიორგი ბერიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტრო დატოვა. როგორც ბერიშვილი აცხადებს, ლექსო რაფავა მისი მეგობარია და მიუღებელია ყოფილი ძალოვანების წინააღმდეგ სპეცოპერაციები.

“სამსახური დავტოვე ლექსო რაფავას გამო, იმიტომ, რომ ის არის ჩვენი მეგობარი, ყოფილი პოლიციელი. ეს იყო ჩემი მიზეზი სამსახურიდან წასვლის. ამიტომ ვტოვებ სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციას. ჩემთვის მიუღებელია, ასეთი ქმედებები”, – განაცხადა ბერიშვილმა.