თანამდებობიდან რომ არ გადავმდგარიყავი, ისევ ვიქნებოდი “ოცნების” სიის სათავეში – ჩუგოშვილი

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი ქართული ოცნების საარჩევნო სიას აფასებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი დეპუტატებს ერთგულების კრიტერიუმით ადგენს.

მისი განცხადებით, სავარაუდოდ გიორგი გახარიას სიის პირველ ნომრად ყოფნა ნიშნავს, რომ მას აქვს რეიტინგი და ის პარტიას სჭირდება როგორც გამწევი ძალა.

ჩუგოშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” პირობებში განვითარების სტრატეგია და ხედვა არ აქვს ქვეყანას.

დამოუკიდებელი დეპუტატი აღნიშნავს, რომ ის რომ თანამდებობაზე დარჩენილიყო, დღეს საარჩევნო სიის სათავეში იქნებოდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა უნდა გაეკეთებინა ჩუგოშვილს, რომ დღესაც ყოფილიყო სიაში, დეპუტატი პასუხობს:

“მე ძალიან მარტივი რა არ უნდა გამეკეთებინა, თანამდებობიდან არ უნდა გადავმდგარიყავი და არ უმრავლესობიდან არ უნდა გავსულიყავი, ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. მე-4 ნომერი ვიყავი წინა მოწვევაში და სადღაც მაგ არეალში ვიქნებოდი ახლაც, მაგრამ ერთი წამით არ ვნანობ მე ჩემს გადაწყვეტილებას, რადგან ქართულ პოლიტიკას თუ რამე აკლია, აკლია იმის ჩვენება, რომ სკამი და თანამდებობა არ არის ღირებულება, პირიქით ის თანამდებობა გჭირდება იმისთვის, რომ რაღაც გააკეთო და ამისთვის უნდა ცდილობდნენ ადამიანები პოლიტიკაში ყოფნას და არა იმისთვის რომ ნებისმიერ ფასად ფასად სკამზე აღმოჩნდნენ. მე ვფიქრობ, მე ეს დამტკიცებული მაქვს”,- ამბობს ჩუგოშვილი ფორმულას ეთერში.

თამარ ჩუგოშვილი უმრავლესობა პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ დატოვა.