თანასწორობაზე დაფუძნებული საზოგადოება დემოკრატიული სიმტკიცის მყარი საფუძველია – ღარიბაშვილი

“თანასწორობაზე დაფუძნებული საზოგადოება დემოკრატიული სიმტკიცის მყარი საფუძველია”- ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

”დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოება დემოკრატიული სიმტკიცის მყარი საფუძველია.

ურთიერთპატივისცემა და შემწყნარებლობა ის ფუნდამენტური ფასეულობებია, რამაც ჩვენი ქვეყნის მრავალკულტურული, მრავლეთნიკური და მრავალკონფესიური მოსახლეობისთვის საქართველო სამშობლო გახადა და ამავდროულად უზრუნველყო მათი იდენტობის შენარჩუნება.

საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა პატივს სცემს და იზიარებს ერთიან ევროპულ ფასეულობებს, სადაც ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა გარანტირებულია კონსტიტუციით. ჩვენ პატივს ვცემთ და მხარს ვუჭერთ თითოეული მოქალაქის ღირსებას და თავისუფლებას.”- ამბობს ღარიბაშვილი.