თანახმაა ჰოსპიტალიზაციაზე საქალაქო სექტორში – ყიფშიძე სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტი თანახმაა, რომ ნებისმიერ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანონ.

მისივე თქმით, ის გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაყვანაზე უარს აცხადებს.

“შიმშილობას არ წყვეტს. არ უნდა არავითარ შემთხვევაში, რომ გადაიყვანონ გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში, თანახმაა ჰოსპიტალიზაციაზე საქალაქო სექტორში, მნიშვნელობა არ აქვს რომელი საავადმყოფო იქნება, ეს არის მისი პოზიცია”, – ამბობს ყიფშიძე სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

ექიმი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის მედიკამენტოზურმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთივეა, როგორიც გუშინ.