თბილისის მედიცინის ინსტიტუტში კარანტინი გამოცხადდა – ინფიცირებულია კლინიკის ექიმი

თბილისის მედიცინის ინსტიტუტში კარანტინი გამოცხადდა, რადგან მათ ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ადგილზე მისულები იყვნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები.

კლინიკის სტაციონალური განყოფილების ხელმძღვანელის ანა მამრიკაშვილი თქმით, ექიმთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლები კარანტინში არიან გადაყვანილი.

„ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. ვისაც, მასთან ჰქონდა უშუალო კონტაქტი ახლა არიან საკარანტინო სიცრცეში. ტესტირება უნდა ჩაუტარდეს დარჩენილ პაციენტებს და იმის მიხედვით გადაწყდება მათი ბედი. კარანტინის გამოცხადება ეპიდემიოლოგიურმა სურათმა განაპირობა, ვინაიდან ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა“,- განაცხადა მამრიკაშვილმა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 252 შემთხვევა დასტურდება, მათგან 63 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.