თბილისის მეტრო 44 ვაგონს რუსული კომპანიისგან 50 მილიონ ევროდ შეიძენს

რუსული კომპანია “Метровагонмаш“-სგან თბილისის მეტრო 44 ახალ ვაგონს 50 მილიონ ევროდ შეიძენს. ტასის ინფორმაციით, კომპანიამ EBRD-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

თბილისის მერიაში აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ.

“EBRD-ის დაფინანსებით და მათივე წესებით გამოცხადებულ 2-ეტაპიან ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა სს მეტროვაგონმაში. ვაგონების ეტაპობრივი მოწოდება დაგეგმილია მომავალი (2022) წლიდან და უნდა დასრულდეს 36 თვის განმავლობაში”, – ამბობენ მერიაში ფორმულას ცნობით.