თბილისის ნაწილს ხვალ ელექტოენერგია შეუწყდება – ქუჩების სია

ხვალ, 15 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი ამის მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რადიოსადგურების მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, სადგერის, ჩხენკელის და სამგორის ქუჩების მოსახლეობას.

12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეღლეთის, ჟონეთის, კიკეთის, კაიშაურის, საინგილოს, გალავნის, ხივინის და სომხეთის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ფატმანის, ნესტან-დარეჯანის, რამაზის, შერმადინის, ნოკო ბურის და ერედვის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის, სალხინოს, 9 ძმა ხერხეულიძის, გრიშაშვილის და ღამბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.