თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში პირველკლასელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სკოლის დირექტორის, თამარ ამზაშვილის თქმით, მოსწავლეს ტესტის პასუხის შესახებ გუშინ, 5 ოქტომბერს გაიგეს. მისივე თქმით, სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა და სასწავლო პროცესი გაგრძელდა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 268 ადამიანი, გარდაიცვალა – 4.

სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 9 245 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 4 887 გამოჯანმრთელდა, 58 კი გარდაიცვალა.