თბილისის 3 რაიონი, რომელსაც წყალმომარაგება ხვალიდან 26 საათით შეუწყდება

მარშალ გელოვანის გამზირზე ახალი გზის პროექტის ფარგლებში 25 მარტს, თბილისის მერიის დაკვეთით, შპს “კომპანია ბლექ სი გრუპი” წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც, 24 მარტის 23:00 საათიდან 26 მარტის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება თბილისის 3 რაიონის ნაწილს:

ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ბარნოვის, ფალიაშვილის, აბაშიძის, მცხეთის, კეკელიძის, არაყიშვილის, აბულაძის, მოსაშვილის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის ქუჩას, პეკინის, კოსტავას, ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, დოლიძის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, კანდელაკის, ონიაშვილის, მიცკევიჩის, საირმის, ბახტრიონის, ზემო ვეძისის, თამარაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

მთაწმინდა-კრწანისის რაიონში: რუსთაველის, მელიქიშვილის, თაბუკაშვილის, ჭონქაძის, ამაღლების, გ. ტაბიძის, პეტრიაშვილის, ჭოველიძის, ქიაჩელის, გოგებაშვილის, ვარაზის ხევის, ვერიკო ანჯაფარიძის, გრიბოედოვის ქუჩას, პუშკინის, ლადო ასათიანის, ბეთლემის, გორგასლის, ღვინის აღმართის, გუნიას, კოტე აფხაზის, ორთაჭალის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: ბალანჩინის, ბელიაშვილის ქ. N40-ს, ლუბლიანას, მარჯანიშვილის, უშანგი ჩხეიძის და მიმდებარე ქუჩებს.