თბილისი – ზუგდიდის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა

თბილისი – ზუგდიდის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. ფაქტის ამსახველ ვიდეოს Facebook-ის მომხმარებელი დიმა კვარაცხელია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მატარებელს ვაგონი მოსწყდა და მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია.