თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე, სოფელ ვერტყვიჭალასთან მთიდან მიწის მასა ჩამოიშალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 161-ე კმ მონაკვეთზე (სოფელ ვერტყვიჭალასთან) მთის ფერდიდან ჩამოვიდა მიწის მასა (შვავი), რომელმაც  საავტომობილო გზის ჩაკეტვა გამოიწვია.
ამ დროისათვის, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო მოძრაობა გადართულია ვერტყვიჭალის კვანძის მიმართულებაზე
მოცემულ ეტაპზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა შეუფერხებლად ხორციელდება– ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.