„თბილისი ცენტრალი“ 3 დღით დაიკეტა

თბილისში დაინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო სავაჭრო ცენტრი “თბილისი ცენტრალი” 3 დღით დაიკეტა. ბოლო დღეებში მათ ტერიტორიაზე არსებულ  „ოქროს ბირჟაზე“ კორონავირუსის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. სავაჭრო ცენტრის დაკეტვის მიზეზი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაა.

სავაჭრო ცენტრი 9 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრამდე იქნება დაკეტილი.