თბილისო, იმის მერე, რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ, არ გრცხვენიათ? – უკრაინის საგარეო

“თბილისო, იმის მერე, რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ, არ გრცხვენიათ?”- ასე ეხმაურება Twitter-ზე  უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო  გრიგორი კარასინის განცხადებას, რომ სანქციებზე საქართველოს რეაქცია რუსეთს “შეუმჩნეველი არ დარჩება”.

”რუსეთის ფედერაციის  საბჭოს კომიტეტის  თავმჯდომარემ  გრიგორი კარასინმა შეაქო საქართველო  იმისთვის, რომ მან რუსეთის  წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი არ  დაუჭირა და „მადლობის გადახდა“ დაჰპირდა.  თბილისი – იმის მერე  რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ – არ გრცხვენიათ?” – წერს ნიკოლენკო.