თბილისში ამცრელ პუნქტებთან მისასვლელად დამატებითი მარშრუტები დაინიშნა

თბილისის მერიის განცხადებით, 16 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ვაქცინაციის ცენტრებისკენ მიმავალი ავტობუსის დამატებითი ხაზები დაინიშნება.

კერძოდ:

  • მოქალაქეებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამცრელი სივრცის (კოსტავას 77) მიმართულებით, გლდანის VII-VIII მ/რაიონის შემაერთებელი გზიდან (პაიჭაძის ქ. პოლიკლინიკის მიმდებარე ტერიტორია) ტექნიკური უნივერსიტეტის ამცრელი სივრცისკენ ავტობუსი მოქალაქეებს 10:00-დან 20:00-მდე მოემსახურება.
  • გაგუას კლინიკის (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) მიმართულებით მოძრავი ავტობუსი გაივლის შემდეგ მარშრუტს: დიდი დიღომი IV მ/რ, კორპუსი #6-ის მოპირდაპირე ტერიტორიიდან დ. პაიჭაძის ქუჩამდე (პოლიკლინიკის მიმდებარედ). ეს რეისი მგზავრებს 09:00-20:30 საათის შუალედში მოემსახურება.

13 აგვისტოდან მოქმედებს შემდეგი მარშრუტები:

  • სამედიცინო უნივერსიტეტის (ვაჟა-ფშაველას №33) მარშრუტზე მგზავრებს ავტობუსი 09:00-20:00 საათამდე მოემსახურება და გადაადგილდება მ/ს ტექნიკური უნივერსიტეტი (სპორტის სასახლის მიმდებარედ) – მერაბ კოსტავას ქ. (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამცრელი სივრცე, კოსტავას №77-დან მ/ს სახელმწიფო უნივერსიტეტამდე. უკუმიმართულებით: მ/ს სახელმწიფო უნივერსიტეტი – მ/ს ტექნიკურ უნივერსიტეტამდე (სპორტის სასახლის მიმდებარედ).
  • შპს Medicai Service (თბილისის ზღვის პლაზა, “ჰუალინგი“) მარშრუტს მოემსახურება ავტობუსი 10:00-18:00 საათამდე და გადაადგილდება: მ/ს „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან – შპს Exspress Medicai Service (თბილისის ზღვის პლაზა, “ჰუალინგის” მიმართულებით). უკუმიმართულებით: შპს Exspress Medicai Service (თბილისის ზღვის პლაზა, “ჰუალინგიდან“) – მ/ს ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიამდე.
  • შპს კავკასიის მედიცინის ცენტრი-საბურთალოს პოლიკლინიკა (დ. თავხელიძის №1) მიმართულებით მგზავრებს მოემსახურება ავტობუსი 09:00-18:00 საათამდე და გადაადგილდება მ/ს „სამგორიდან“ (ქვედა გასასვლელის მოპირდაპირედ) – მოსკოვის გამზირი – ქინძმარაულის პირველი შესახვევი (სს ევექსი ჰოსპიტალები – ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი (ქინძმარაულის პირველი შესახვევი, №1) – ემირ ბურჯანაძის ქ. (ქინძმარაულის პირველი შესახვევის გადაკვეთის მიმდებარედ). უკუმიმართულებით: ემირ ბურჯანაძის ქ. (ქინძმარაულის პირველი შესახვევის გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან) – ქინძმარაულის პირველი შესახვევი (სს ევექსი ჰოსპიტალები – ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი (ქინძმარაულის პირველი შესახვევი, №1)) – მოსკოვის გამზირი – მ/ს სამგორამდე (ქვედა გასასვლელის მოპირდაპირედ).
  • სს ევექსი ჰოსპიტალების – ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალის მიმართულებით (ქინძმარაულის პირველი შესახვევი, №1) მგზავრებს მოემსახურება ავტობუსი 10:00-18:00 საათამდე და გადაადგილდება მ/ს „დიდუბიდან“ (ქვედა გასასვლელი) – ლუბლიანას ქ. (სს „ევექს ჰოსპიტალები“ – მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს გავლით ( ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის ქ. 6 (ყოფ.: ლუბლიანას ქ. 2/6); შპს „გაგუას კლინიკა“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) – ლუბლიანას ქ. №19-ის მიმდებარე ტერიტორიამდე. უკუმიმართულებით: ლუბლიანას ქ. №19-ის მიმდებარედ – ლუბლიანას ქ.-დან (სს „ევექს ჰოსპიტალები“ – მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო (თბილისი, ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის ქ. 6 (ყოფ.: ლუბლიანას ქ. 2/6); შპს „გაგუას კლინიკა“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) – მ/ს „დიდუბემდე“ (ქვედა გასასვლელი).
  • შპს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის მიმართულებით (თბილისი ალ. ყაზბეგის №16) ავტობუსი მგზავრებს მოემსახურება 09:00-20:30 საათამდე და გადაადგილდება თავისუფლების მოედნიდან – მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირი – შპს Exspress Medicai Service (თბილისის ზღვის პლაზა, “ჰუალინგამდე“). უკუმიმართულებით: შპს Exspress Medicai Service (თბილისის ზღვის პლაზა, “ჰუალინგიდან“) – თავისუფლების მოედნამდე.
  • სს ევექს ჰოსპიტალები – მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის ქ. 6 (ყოფ.: ლუბლიანას ქ. 2/6) ავტობუსი მგზავრებს მოემსახურება 09:00-20:30 საათამდე.