თბილისში, სავაჭრო ცენტრ “მეგალაინში” ხანძარია

თბილისში, წერეთლის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ “მეგალაინში” სასაწყობე ფართი იწვის. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია შვიდი სახანძრო ბრიგადა.

გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ლიფტი ჩავარდა, რაც გაზის ბალონს დაეცა და აფეთქება გამოიწვია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულია.