თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, ქალის ცხედარი იპოვეს

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, შუახნის ქალის ცხედარი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალის გარდაცვალების მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.

ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.