თელავის მერიამ საახალწლო შესყიდვებზე გამოცხადებული ტენდერი შეაჩერა

თელავის მერიამ საახალწლო შესყიდვებზე  გამოცხადებული ტენდერი შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ, ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს.  მერის მოადგილის, ფიქრია ყუშიტაშვილის ინფორმაციით, ახალი წლისთვის თელავის ქუჩები ძველი ილუმინაციებით მოირთვება.

სამწუხაროდ, თელავიც შევიდა იმ ქალაქების სიაში, სადაც პანდემიის გამო  შეზღუდვები დაწესდა. ამიტომ ტენდერი შეჩერდა. ცენტრალური ქუჩები მოირთვება ძველი ილუმინაციებითა და ინვენტარით. ეს შესყიდვები ადრევე იყო დაგეგმილი, სანამ რეგულაციები დაწესდებოდა. შარშანდელი იქნება ნაძვის ხეც.”- განაცხადა ყუშიტაშვილმა.

მასალა ტელეკომპანიის ეთერში 29 ნოემბერს გავიდა. შეგახსენებთ, საახალწლო სამზადისისთვის თელავის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 000 ლარის დახარჯვას აპირებდა. თანხის ნაწილი ახალი ილუმინაციების შეძენას უნდა მოხმარებოდა. გამოცხადებული იყო ტენდერიც, დეკორაციების საყიდლად. ხელისუფლების გადაწყვეტილებას კი  მოქალაქეების კრიტიკა მოჰყვა, როგორც ტელევიზიის, ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით.