თელავში ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თელავი- ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ესმხვერპლა. არიან დაშავებულებიც.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი მერსედესის მარკის ავტომობილი და ფორდ ტრანზიტი შეეჯახა. შეჯახების შედეგად, მერსედესის მგზავრი ადგილზე დაიღუპა, მეორე ადამიანი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ.

გარდაცვლილის ამოყვანაში სამაშველო ჯგუფი მონაწილეობდა. დაშავებულები კი სასწრაფოს ბრიგადებმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.