თელავში აქტივისტებს ღუმელის მილში ფეთქებადი ნივთიერება შეუგდეს

ფოტო: მთავარი არხი

თელავში აქტივისტებს, რომლებსაც კარავი აქვთ გაშლილი და არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, ღუმელში ფეთქებადი ნივთიერება შეუგდეს. ინციდენტი გუშინ საღამოს, თელავის თეატრის წინ გაშლილ კარავთან მოხდა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

სამოქალაქო აქტივისტების თქმით, დაუდგენელი პირები ხელისუფლების დავალებით ცდილობენ, რომ მათთან სხვადასხვა სახის პროვოკაცია მოაწყონ. მათ ამის შესახებ სამართალდამცავებს უკვე აცნობეს, თუმცა საქმის გამოძიების იმედი არ აქვთ.

“საქართველო ოკუპირებულია რუსი ოლიგარქის მიერ”- ამ წარწერით თელავის თეატრის წინ 6 დეკემბრიდან სამოქალაქო აქტივისტებმა კარავი გაშალეს.

ისინი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და მოითხოვენ, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.