თელავში დაკარგული არასრულწლოვანი დები იპოვეს

თელავში დაკარგული არასრულწლოვანი დები იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ორივე მათგანი თელავი-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობდა. არასრულწლოვნები თავს კარგად გრძნობენ.

13 და 14 წლის გოგოებს ცოტა ხანში თელავის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე გადაიყვანენ.

დები დღეს დაიკარგნენ.