“თემურ ჭყონია თბილისის მერობის ძალიან კარგი კანდიდატი იქნება”- ეს განცხადება, პარტია ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ TV პირველის ეთერში გააკეთა.
“თემურ ჭყონია იქნება, ჩემი აზრით, ძალიან კარგი კანდიდატი, უპარტიო, ძალიან კარგი. მე ვფიქრობ, რომ საქმიანი ხალხი რაც უფრო მეტი მოვა, რომელსაც არა აქვს არანაირი პარტიული მიკერძოება და არის თავისუფლი, სულ კრიტიკულად გამოთქვამს და არის ორი უზარმაზარი ამერიკული კორპორაციის წარმატებული ადამიანი”, – თქვა ხაზარაძემ.