“სკანდალი უკვე ჩაშლილია. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით წარიმართება. მათ შორის, ეროვნული ინტერესების საზიანო საქმიანობაში ვინ იყო ჩართული, შეგნებულად ავრცელებდნენ ისინი ცრუ ინფორმაციას თუ რას აკეთებდნენ, ამ ყველაფერს გაეცემა პასუხი.
თქვენ უნდა ნერვიულობდეთ თქვენი პარტიის ლიდერზე, ჩვენ ვანო მერაბიშვილზე არ ვნერვიულობთ. გამოძიება მშვიდად წარიმართება და დაადგენს ყველაფერს.
მაგალითად, თეორიულად შეიძლება დადგეს ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობა, შოთა უტიაშვილის პასუხისმგებლობა… შსს-მ იცის, რომ ფხვნილს იყენებს და ფხვნილის შემცველობასთან დაკავშირებით 2007 წელს და 2009 წელს იქნა მიღებული გადაწყვეტილება.ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა ის, რომ ის ფხვნილი და სხვა საშუალებები, რომლებიც იქნა გამოყენებული, დიახ შეძენილი იქნა 2009 და 2007 წელს. ეს დაადასტურა გომელაურმა, ვახტანგ გომელაურს უნდა სცოდნოდა ფხვნილის დანიშნულება. ვახტანგ გომელაური არ არის ქიმიკოსი, რომ 2007 და 2009 წლებში შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა… სკანდალი ჩაიშალა, დანარჩენს გეტყვით სუსი”
განაცხადა “ქართული ოცნების” პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.










