თვალს ვადევნებ ფეიკ კამპანიას უსახლკაროებზე, ასე სახე როგორ უნდა დაკარგოთ? – კალაძე მედიას

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მედიის მიერ აფრიკის დასახლებაში გაშუქებული უსახლკარი ოჯახების ისტორიები ხელოვნურად შექმნილი “ფეიკკამპანიაა.”

“რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებ მედიაში ხელოვნურად შექმნილ ფეიკ კამპანიას უსახლკარო ოჯახებზე. ძალიან ვწუხვარ, რომ მოსახლეობის ნაწილი, მით უმეტეს სოცქსელების მომხმარებლები, აყვნენ ამ ამორალურ მანიპულაციას. ასე სახე როგორ უნდა დაკარგოთ ზოგიერთებმა, რომ ბავშვების საშუალებით “გაამძაფროთ” ყალბი ინფორმაცია?!.

ამის იქით რაღა დარჩა? შემდეგი მანიპულაციისთვის რას და როგორ გამოიყენებთ – წარმოდგენაც კი მზარავს! ვიტყოდი სირცხვილია-ს, მაგრამ ბავშვების ფოტოების მოფრიალეებს, არა მგონია ეს გრძნობა აწუხებდეთ”,- წერს კალაძე.