თვითმკვლელობა,ალკოჰოლით ინტოქსიკაცია,ცეროზი–სვერდლოვსკის გარნიზონში სამი მობილიზებული რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქში ელანსკის გარნიზონში, კურგანის ოლქიდან მობილიზებული სამი სამხედრო დაიღუპა. რუსული მედია წერს, რომ სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით დგინდება და ექსპერტიზა ტარდება.

რეგიონის ადამიანის უფლებების დამცველი, ტატიანა მერზლიაკოვა ამბობს, რომ ერთ–ერთი მობილიზებულის სიკვდილი შესაძლოა ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ფონზე ეპილეფსიის შეტევა იყოს. სვერდლოვსკის ოლქიდან რუსეთის დუმის დეპუტატი, მაქსიმ ივანოვი მედიას ეუბნება, რომ მეორე დაღუპულმა თავი მოიკლა.

კიდევ ერთი მობილიზებული კი ჯერ პოლიგონზე გაგზავნეს, შემდეგ “ჩამოწერეს“ და სახლში გაუშვეს, სადაც დაბრუნებისთანავე ღვიძლის ცეროზით მოკვდა.

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოცხადდა.