თვის ბოლომდე რუსეთის უკრაინაში შეჭრის ალბათობა 90%-ია – ჰოჯესი

“თვის ბოლომდე რუსეთის უკრაინაში შეჭრის ალბათობა 90%-ია ” – შეერთებული შტატების არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში, გენერალი ჰოჯესი, ამბობს, რომ გამორიცხული არ არის, რომ თავდასხმა რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად დაიწყოს. რუსეთის ჯარი უკრაინას სამი მხრიდან ჰყავს გარშემორტყმული. უკრაინის სამხრეთით, აღმოსავლეთით და ახლა უკვე ჩრდილოეთით რუსეთის ჯარის მობილიზება, ჰოჯესის აზრით სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

„მოსკოვიდან არანაირი სიგნალი არ მოდის, რომ სიტუაციის განმუხტვა სურთ, პირიქით. ვფიქრობ, 90 %-ია იმის ალბათობა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ რაიმე სახის ახალი თავდასხმა ამ თვის ბოლომდე განახორციელოს“.- განაცხადა  ჰოჯესთან “ამერიკის ხმასთან”

წყარო : ამერიკის ხმა