თიბისი ბანკი ხომ არ გადაიხდიდა, საქართველოს ბანკში იყვნენ შესულები – გომელაური

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ გადაიხადა ზუგდიდში თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი ნახევარი მილიონი დოლარი, მინისტრი ასე პასუხობს: “თიბისი ბანკი ხომ არ გადაიხდიდა, საქართველოს ბანკში იყვნენ შესულები”.

მისი თქმით, ეს ბიუჯეტის თანხა ნამდვილად არ არის.

შეგახსენებთ, რომ ბანკში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა, თუმცა “მთავარი არხის” ინფორმაციით, მას 4 მილიონი მიუტანეს.